მუნქე (დ. 1208 — გ. 11 აგვისტო, 1259, ჩუნცინი) — მონღოლთა იმპერიის მე-4 დიდი ყაენი, ტოლუის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.
ტახტზე ავიდა 1251 წელს, ბათო-ყაენის მხარდაჭერით. მუნქე ცდილობდა მმართველობის ცენტრალური აპარატის განმტკიცებას, ვაჭრობისა და ხელოსნობის მოწესრიგებას, დამპყრობლურ ლაშქრობათა გაგრძელებას. 1250-იან წლებში, მუნქეს დახმარებით მისმა ძმამ, ჰულაგუმ დაასრულა ირანის, ერაყისა და სირიის დაპყრობა, ასევე აბასიანთა 500 წლიანი ბატონობა ბაღდადში. მონღოლებმა 1259 წელს დაიწყეს სამხრეთ ჩინეთის სახელმწიფოს, სუნის დინასტიის დამორჩილება. მუნქე გარდაიცვალა ჩინეთში ლაშქრობის დროს. მუნქეს გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მის ძმებს შორის დაპირისპირება, რომელიც ტოლუიდების ომის სახელითაა ცნობილი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
|
---|
| დიდი ყაენები (1206–1271) | |
---|
| იუანის დინასტია (1271–1368) | |
---|
|